ლაგოდეხის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში
21-11-2023

სპორტი, რომ ჯანმრთელი ცხოვრების წესის საწინდარია იაკობ გოგებაშვილის სახელობის ქალაქ ლაგოდეხის N3 საჯარო სკოლაში კარგად ესმით, ამიტომ მოსწავლეებს სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებში რთავენ და ბავშვებს ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ მოუწოდებენ. 

16 ნოემბერს, ქალაქ ლაგოდეხში, მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ახლგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრის ორგანიზებით, ჩატარდა სასკოლო ოლიმპიადა - „მხიარული სტარტები“, რომელსაც ლაგოდეხის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები ხალისით შეუერთდნენ.

შეჯიბრში, სადაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები მონაწილეობდნენ, ლაგოდეხის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს. 

სასკოლო ოლიმპიადაში პირველი ადგილი სწორედ ლაგოდეხის N3 საჯარო სკოლა ხვდა წილად და დამსახურებული სიგელიც გადაეცა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203