ძირკვაძეების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა მრავალფეროვანი ღონისძიებით გააცილეს
24-11-2023

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკვაძეების საჯარო სკოლაში დიდი საშემოდგომო ჟრიამულია. 

ეროვნულ სამოსში გამოწყობილმა პატარებმა, სასკოლო საზოგადოებას, შთამბეჭდავი ნომრები შესთავაზეს, სააქტო დარბაზი საშემოდგომო დეკორაციებით მორთეს და დღე დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნეს. 

ბავშვებმა იმღერეს, იცეკვეს, ლექსები მხატვრულად წაიკითხეს და ღონისძიების ბოლოს, პედაგოგების დახმარებით, თათარაში ჩურჩხელები ამოავლეს. 

მოსწვალეები მხიარული განწყობით ელოდებიან ზამთრის მობრძანებას და როგორც სკოლაში აანონსებენ მათ, წინ კიდევ ბევრი, არანაკლები საზეიმო დღეები ელით.

„პატარების მხიარული ჟივილ-ხივილით ივსება სააქტო დარბაზი, ნოემბერი ხომ შემოდგომის ბოლო თვეა, ბავშვები ბედნიერები და ხალისიანები ემშვიდობებიან 2023 წლის შემოდგომას“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203