„ჩვენ ვეუფლებით მეცნიერებას“ - ძირკვაძეების საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეთა საინტერესო აქტივობა
27-11-2023

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკვაძეების საჯარო სკოლის მოსწავლეები დიდი ინტერესით ეცნობიან ეკოლოგიურ საკითხებსა და შეისწავლიან მეცნიერების საფუძვლებს. 

ახლახან, მე-2 კლასში საინტერესო აქტივობა, სახელწოდებით - „ჩვენ ვეუფლებით მეცნიერებას“, გაიმართა. 

აქტივობაში, მოსწავლეები დიდი ინტერესითა და შემართებით ჩაერთნენ. 

საინტერესო აქტივობის ფარგლებში, მოსწავლეები სწავლობენ და იკვლევენ ნიადაგსა და მის შემადგენელ კომპონენტებს.

სკოლაში აღნიშნავენ, რომ პრაქტიკული დავალებებით, სასწავლო პროცესი უფრო საინტერესო, უფრო სახალისო და უფრო დასამახსოვრებელია.

სკოლაში, მოსწავლეებს პედაგოგთან ერთად წინსვლასა და წარმატებას უსურვებენ. 

„წარმატებები მადონა მასწავლებელს მისი აღსაზრდელების ერთად“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203