„მზის ოჯახი“​ - ძირკვაძეების საჯარო სკოლის მესამეკლასელებმა, კომპლექსური დავალების ფარგლებში, საინტერესო მაკეტი შექმნეს
24-11-2023

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკვაძეების საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. მოსწავლეებისთვის შემოქმედებითი დავალებები მეტად საინტერესო და სახალისოა. ბავშვები დაკისრებულ მოვალეობას დიდი პასუხისმგებლობით უდგებიან. 

ამჯერად, საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე მესამე კლასის მოსწავლეებმა იმუშავეს. მესამეკლასელებმა დავალება ბუნების გაკვეთილისთვის შეასრულეს თემაზე - „მზის ოჯახი“. 

მოსწავლეებმა კომპლექსური დავალების ფარგლებში ულამაზესი მაკეტი შექმნეს. მოსწავლეებმა მზის სისტემაში შემავალი პლანეტები ხალისით ისწავლეს. 

„წარმატებები ნაირა მასწავლებელსა და მის პატარა, ყოჩაღ აღსაზრდელებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203