აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სამიქაოს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
პროფესიონალი პედაგოგები კი მოსწავლეებს საინტერესო, შედეგზე ორიენტირებულ ღონისძიებებს სთავაზობენ. ამჯერად, უცხო ენების კათედრამ პოეზიის საღამო გამართა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები უდიდესი მონდომებით ჩაერთნენ.
ღონისძიებაზე მონაწილეებმა სხვადასხვა ნაწარმოები ინგლისურ და რუსულ ენებზე წარადგინეს, უცხო ენის ცოდნა გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
აღსანიშნავია, რომ პოეზიის საღამოს მიმდინარეობაში სასკოლო საზოგადოების წევრები - მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები, აქტიურად ჩაერთნენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს