„შემოდგომის ზეიმი“ - ძირკვაძეების საჯარო სკოლის მოსწავლეთა ლამაზი კომპოზიცია
27-11-2023

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკვაძეების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა ღონისძიებით გააცილეს. 

შემოდგომის ფერებით გალამაზებული ერთი ლამაზი დღე მოსწავლეებისთვის ნამდვილ დღესასწაულად იქცა. 

მოსწავლეებმა წარმოადგინეს კომპოზიცია - „შემოდგომის ზეიმი“. ღონიძიება-პროექტი მრავალფეროვან საზეიმო პროგრამას მოიცავდა და მოსწავლეთა ნიჭისა და შესაძლებლობების განვითარება-წარმოჩენას ემსახურებოდა. 

ბავშვებმა გამართეს შემოდგომის თემაზე შექმნილი ნახატების და ნაკეთობების გამოფენა, შეასრულეს თემატური სიმღერები, მშობლების დახმარებით მოადუღეს თათარა და ამოავლეს ჩურჩხელები, ბოლოს კი გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.

მოსწავლეების, მასწავლებლებისა და მშობლების ერთობლივი პროექტი წარმატებით დასრულდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203