„შუა საუკუნეების ცხოვრება“ - ყაურმის საჯარო სკოლის მე-8 კლასში საინტერესო სპექტაკლი დაიდგა
21-11-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული. პედაგოგები მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის გაზრდის მიზნით, საინტერესო ღონისძიებებს სთავაზობენ.

ამჯერად, მე-8 კლასში ისტორიის გაკვეთილზე ბავშვებმა მასწავლებლის - არევიკ სირაკანიანის ხელმძღვანელობით, სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეთათვის სპექტაკლი „შუა საუკუნეების ცხოვრება“ დადგეს.

ბავშვებმა სპექტაკლზე სხვადასხვა როლი შესანიშნავად მოირგეს, ითამაშეს როლური თამაშები და დამსწრე საზოგადოებას გააცნეს, თუ როგორ ცხოვრობდნენ შუა საუკუნეებში ადამიანები.

მოსწავლეებმა აღნიშნულ დღეს შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს და აუდიტორიის დიდი მოწონება დაიმსახურეს.

ეს დღე იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები და აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203