მუხრანას საჯარო სკოლაში წელიწადის ოქროსფერ დროს შთამბეჭდავი ღონისძიება მიეძღვნა 
20-11-2023

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანას საჯარო სკოლაში სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით მრავალფეროვანი აქტივობები და ღონისძიებები იმართება.

ამჯერად, სკოლაში, შემოქმედებითი აქტივობა სახელწოდებით, „შემოდგომის ზეიმი“ გაიმართა, რომელშიც ბავშვები დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. ღონისძიებას დაწყებითი კლასების კათედრა ხელმძღვანელობდა.

ზეიმზე, მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს, შემოდგომის ნობათი გამოფინეს, მოადუღეს თათარა და ამოავლეს ჩურჩხელა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203