იხტილის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ტოლერანტობის მნიშვნელობის შესახებ პრეზენტაცია გამართეს და ბულინგი დაგმეს
21-11-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ იხტილის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო აქტივობებითა და პროექტებითაა გაჯერებული.
ამჯერად, სამოქალაქო განათლების მასწავლებელ სათენიკ ლაგზიანის ორგანიზებით, მორიგი მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართა. მოსწავლეებმა ბულინგსა და ტოლერანტობაზე ისაუბრეს. აღნიშნეს, რა შეიძლება იყოს ბულინგის მიზეზი, რა პრობლემები იკვეთება და რა იქნება მათი გადაჭრის სწორი გზა.
მოსწავლეებმა შესაბამისი ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს, პრეზენტაცია მოამზადეს და სასკოლო საზოგადოებას წარუდგინეს. მათ ყურადღება გაამახვილეს ტოლერანტობის მნიშვნელობაზე და საკუთარი აზრი მკაფიოდ დააფიქსირეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს