„ჯადოსნური ყუთი“ და მოტივირებული მოსწავლეები - ძირკვაძეების საჯარო სკოლის მასწავლებელმა მოწაფეებს სახალისო აქტივობა შესთავაზა
21-11-2023
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკვაძეების საჯარო სკოლის პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი მოსწავლეების მოტივაციასა და ცოდნის გაღრმავებაზე ზრუნავს. ამ მიზნით კი, ბავშვებს სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებას სთავაზობენ.

ამჯერად, მასწავლებელმა, მადონა ბოლქვაძემ დაწყებით კლასში სახალისო აქტივობა განახორციელა.

ვინ არის ყველაზე ჭკვიანი, ლამაზი, საყვარელი და კეთილი? ვინ უყვარს მასწავლებელს ყველაზე მეტად? - ამის გასარკვევად მოსწავლეების „ჯადოსნურ ყუთში“ იხედებოდნენ, სადაც სარკე იყო მოთავსებული და თავიანთ თავს ხედავდნენ. ისინი მერხთან საკუთარ ადგილს გახარებულები უბრუნდებოდნენ.

„ისინი კიდევ ერთხელ რწმუნდებიან თავიანთი პედაგოგის - მადონა ბოლქვაძის კეთილგანწყობაში. 
მადონა მასწავლებელი არ აკლებს სხვადასხვა აქტივობებს თავის პატარა აღსაზრდელებს. ცდილობს ერთფეროვანი, მოსაწყენი არ იყოს მათთვის საგაკვეთილო პროცესი და სკოლა. წარმატებები პედაგოგსა და მის მოსწავლეებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203