მარნეულის N1 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა გამწვანების აქციაში მიიღეს მონაწილეობა
20-11-2023
მარნეულის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემო დაცვის მნიშველობასა და აუცილებლობას ნათლად აცნობიერებენ.
ამის დადასტურებაა ისიც, რომ სკოლაში არაერთი თემატური აქტივობა იმართება, რომელთა მიმდინარეობაშიც მოსწავლეები მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად კი, გამწვანების აქცია ჩატარდა - გარემოს გამწვანებაზე მე-10 კლასის მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლების მასწავლებელ აითან აბასოვასთან ერთად იზრუნეს. მათ ადგილი შეარჩიეს და ნერგები დარგეს.
აღსანიშნავია, რომ აქტივობის ფარგლებში, გარემოს დაცვაზე ისაუბრეს, მოსწავლეებმა აზრი დააფიქსირეს და ბუნების გამწვანებისკენ სხვებსაც მოუწოდეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს