ილემის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საშემოდგომო ღონისძიებაზე სხვადასხვა ზღაპრის გმირები განასახიერეს 
20-11-2023

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ილემის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული. 

ამჯერად, სკოლაში, საშემოდგომო ღონისძიება ჩატარდა, რომელშიც მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

ბავშვებმა სხვადასხვა ლიტერატურული, ზღაპრის პერსონაჟების როლი მოირგეს და დამსწრე საზოგადოებას ლამაზი სანახაობა შესთავაზეს.

მათ ზეიმზე იმღერეს, იცეკვეს, შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს და აუდიტორია დადებითი ემოციებით დამუხტეს.

ეს დღე ემოციური, საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში ზრდის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203