მარნეულის N6 საჯარო სკოლაში, კულტურული მრავალფეროვნების ფარგლებში საინტერესო ღონისძიება გაიმართა 
20-11-2023

მარნეულის N6 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო პროექტსა და აქტივობაში დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობენ.

​ამჯერად, სკოლაში, მე-4 კლასის მოსწავლეებმა პროექტ „კულტურული მრავალფეროვნების“ ფარგლებში, საინტერესო ღონისძიება გამართეს.

მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას ულამაზესი რაჭა გააცნეს, მისი მცხოვრებლების წეს-ჩვეულებების შესახებ ინფორმაციები მოიძიეს და კულტურულ მრავალფეროვნებაზე ისაუბრეს. ბავშვებმა ასევე სცენაზე მინი-სპექტაკლი წარადგინეს, იცეკვეს და აუდიტორიის დიდი მოწონება დაიმსახურეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და პროექტები მოსწავლეებს ქვეყნის სხვადასხვა კუთხის წე-ჩვეულებსა და ისტორიას უკეთ აცნობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203