დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლაში გაზაფხულის კვირეული გაიმართა
18-05-2018
დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლაში გაზაფხულის კვირეული გაიმართა. სკოლის წარმომადგენლის თქმით, კვირის ყოველი დღე კონკრეტულ თემას მიეძღვნა.
ორშაბათი მოსწავლეებმა სკოლის დღედ გამოაცხადეს, სამშაბათი ბავშვობაში დაბრუნების დღედ, ოთხშაბათის დღის თემა იყო - ტყუპები, ხუთშაბათის - კი ხანდაზმულთა დღე. პარასკევს მოზარდებმა კვირეული გაზაფხულის დღის აღნიშვნით დააგვირგვინეს.
„კვირეული ფერადი, ხალისიანი და კრეატიული გამოვიდა“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. იხილეთ ფოტოები
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს