
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკვაძეების საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს.
სკოლის პედაგოგმა - ნაირა ხალვაშმა, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რათა ეს დღე პატარებისათვის სამახსოვრო და საზეიმო ყოფილიყო.
მასწავლებელმა მოსწავლეებთან ერთად, შეაჯამა წინასაანბანო პერიოდში შესწავლილი მასალა.
„მათ ანბანს „უმასპინძლეს“ - პირველკლასელებმა ამაყად და დიდი ინტერესით შეაბიჯეს ქართული დამწერლობის ჯადოსნურ სამყაროში“, - გვიყვებიან სკოლაში.
ბავშვები დიდი ინტერესით, ყურადღებით აკვირდებოდნენ პირველ ასო-ბგერებს და თავადაც ცდილობდნენ მათ მოხაზვას. პედაგოგთან ერთად მოსწავლეებმა ასევე „დედაენის“ ავტორის - იაკობ გოგებაშვილის შესახებ ისაუბრეს და მისი ღვაწლი აღნიშნეს.
„წარმატებებს ვუსურვებთ პატარებს და მათ პედაგოგს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტოები: