We are tolerant - ბათუმის N30 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კედლის გაზეთი შექმნეს
20-11-2023

ბათუმის N30 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებით აღნიშნეს.

სკოლის VIII ბ კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ხათუნა ხინკილაძის ხელმძღვანელობით, ამ დღესთან დაკავშირებით, პრეზენტაცია გააკეთეს. მათ აღნიშნეს, რომ ყველა ადამიანი თანასწორუფლებიანია და მნიშვნელოვანია საზოგადოება შემწყნარებელი იყოს.

ბავშვებმა ასევე ინგლისურენოვანი კედლის გაზეთი - We are tolerant შექმნეს, სადაც ცოდნა და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

აქტივობაში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

ტოლერანტობის საერთაშორისო დღე 16 ნოემბერს 1995 წლიდან UNESCO-ს ინიციატივით აღინიშნება და მისი მიზანი არატოლერანტობისა და დისკრიმინაციის საფრთხეებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203