„ოქროს შემოდგომა“ - შთამბეჭდავი ღონისძიება თორიის საჯარო სკოლაში
20-11-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორიის საჯარო სკოლაში, მე-12 კლასის მოსწავლეების ხელმძღვანელობით ჩატარდა ღონისძიება, სახელწოდებით - „ოქროს შემოდგომა“. 

ღონისძიებაში მონაწილეობდა მე-5 კლასიდან მე-11 კლასის ჩათვლით, ყველა მოსწავლე. თითოეულ კლასს თავის დამრიგებელთან ერთად მომზადებული ჰქონდა საშემოდგომო ლექსი და იუმორისტული ნომრები. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება ასევე გაჯერებული იყო მხიარული თამაშებით, ცეკვებით, მუსიკალური ნომრებითა და კულინარიული წარმოდგენებით.

მოსწავლეებმა, სხვადასხვა ბოსტნეულით მოამზადეს გემრიელი სალათები, ხილით კი შექმნეს მრავალფეროვანი დეკორი.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებამ დიდი მოწონება დაიმსახურა. 

„ძალიან შთამბეჭდავი ღონისძიება იყო და ყველა კლასს წახალისების მიზნით მივეცით სიგელები“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203