
ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის ფოლკლორული ანსამბლი - „ჰარმონია“, აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა კონკურსსა თუ ფესტივალში.
ამჯერად, ანსამბლი მონაწილეობდა ბათუმში, ოქროს ფესტივალებზე - „ჩემი ხატია სამშობლო“, სადაც მოსწავლეები საუკეთესოდ წარსდგნენ და დამსახურებული პირველი ადგილიც მოიპოვეს.
ანსამბლის შთამბეჭდავმა გამოსვლამ, მოხიბლა დამსწრე საზოგადოება და მხურვალე ტაში და ოვაციებიც გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ ანსამბლის ხელმძღვანელები: ნინო მეფარიშვილი და ნონა ზოიძე გახლავთ.
იხილეთ ფოტოები: