
ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა აქტიური მონაწილეობით მრავალფეროვანი ღონისძიებები და აქტივობები იმართება.
ამჯერად, სკოლის II კ და VI ზ კლასის მოსწავლეებმა, სცენაზე ინტეგრირებული კოსტუმირებული ღონისძიება „შემოდგომის ესკიზები“ წარადგინეს.
ისინი აუდიტორიის წინაშე ლამაზად გამოწყობილნი წარდგნენ და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
ბავშვებმა იმღერეს, იცეკვეს, ლექსები წაიკითხეს, სხვადასხვა როლი შესანიშნავად მოირგეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.
ეს დღე საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.
აღსანიშნავია, რომ გსგავსი აქტივობები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები: