კალის საჯარო სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაში გაიმართა 
20-11-2023

მესტიის მუნიციპალიტეტის კალის საჯარო სკოლაში სხვადასხვა შემეცნებითი და ინტელექტუალური შეჯიბრი იმართება, რომელშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით მონაწილეობენ.

ამჯერად, სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაში „ტვინების ბრძოლა“ გაიმართა.         

თამაშის მონაწილეები რამდენიმე გუნდად დაიყვნენ.  პირველი გუნდის მონაწილეებმა გუნდს  სახელად „ტვინიკოსები“ უწოდეს. გუნდის კაპიტნად კი აირჩიეს ვიტო ხარძიანი. მეორე გუნდის მონაწილეებმა გუნდს „დაუნდობლები“ უწოდეს, გუნდის კაპიტნად მარიამ ხარძიანი შეარჩიეს. მესამე  გუნდის მონაწილეებმა გუნდს სახელად „ლიდერები“ შეურჩიეს. გუნდის კაპიტნად გიორგი მარგვრლანი დანიშნეს.

გუნდებს შორის ბრძოლა, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ძალიან საინტერესოდ წარიმართა. მოსწავლეები დიდი ხალისითა და  მონდომებით ჩაერთნენ აქტივობაში. 

„მათ ღირსეულად იასპარეზეს და საკუთარი შესაძლებლობები გამოავლინეს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

გუნდებს შორის საპრიზო ადგილი მარიამ ხარძიანის გუნდმა - „დაუნდობლებმა“ მოიპოვა.  

სკოლის დირექციამ და დანარჩენმა მონაწილეებმა მათ მიულოცეს დამსახურებული გამარჯვება და წინსვლა უსურვეს.

„საუკეთესო გუნდი „დაუნდობლების“ მონაწილეები აღმოჩნდნენ,  რომლებმაც ლოგიკური აზროვნებით და გუნდურობით საპრიზო  ადგილი  დაიკავეს - ვულოცავთ დამსახურებულ  გამარჯვებას და ვუსურვებთ წინსვლა“, -  ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203