
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა გალაკტიონ ტაბიძისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართეს.
მოსწავლეებმა, დაასწრეს მასწავლებელს და დამოუკიდებლად მომზადებული აქტივობა დაახვედრეს - შესაბამისად შერჩეული მუსიკის ფონზე, მწერლის შემოქმედება გააცოცხლეს და დადებითი ემოციებით კიდევ ერთხელ გაიხსენეს პოეტი.
მოსწავლეები, „ჩვენი გალა“ - ამ წარწერით და მხურვალე ტაშით შეეგებნენ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლეს და მას შთამბეჭდავი სანახაობა მოუწყვეს.
დღე ემოციებით დატვირთული, დასამახსოვრებელი და სასიამოვნო აღმოჩნდა, როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მასწავლებლისთვის.
იხილეთ ფოტო: