გალაკტიონ ტაბიძისადმი მიძღვნილი კვირეული ბენარის საჯარო სკოლაში 
20-11-2023

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარის საჯარო სკოლაში, გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 132- ე  წლისთავს შთამბეჭდავი კვირეული მიეძღვნა. 

მოსწავლეებმა, დიდი ქართველი პოეტის ხსოვნას პატივი მიაგეს და მისი შემოქმედება გააცოცხლეს.

VII-XI -კლასის მოსწავლეებმა, მონაწილეობა მიიღეს კონკურსში - „თანამედროვე გალაკტიონი“, შექმნეს კედლის გაზეთები და კვირეული შემაჯამებელი ღონისძიებით დაასრულეს.

ბავშვებმა, დიდი საზოგადო მოღვაწის შემოქმედებაზე ისაუბრეს და მისი ღვაწლი კიდევ ერთხელ დააფასეს. აღსანიშნავია, რომ ხელმძღვანელები, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგები: ნინო წალდაძე და ინგა თუმანიშვილი გახლდათ. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203