
მწვრთნელი მელანია დოლიძე თავდაუზოგავად შრომობს მოსწავლეების წარმატებისა და მათში სპორტისადმი სიყვარულის გაღვივებისთვის.
მწვრთნელი, თავის მოსწავლეებთან ერთად განაგრძობს წარმატებისა და როგორც თავად იტყოდა „წინ უმაღლესი მწვერვალებისკენ!“, სვლას.
მის მოსწავლეებს არაერთი წარმატება მოუპოვებიათ, ყოველთვის ღირსეულად ასპარეზობენ სპორტულ ტურნირებში და ასახელებდნენ მას.
„არ ვჩერდებით!“ - ფრაზა, რომელიც მწვრთნელის პროფესიულ დევიზად იქცა და რომელიც მოტივაციად იქცა მოსწავლეებისთვის.
მოსწავლეებისთვის გამორჩეულად საყვარელი მასწავლებელი - მელენია დოლიძე, მადლობას უხდის ყველა გულშემატკივარს და მათ კიდევ მრავალ წარმატებას ჰპირდება.
იხილეთ ფოტოები: