„შემოდგომა ჩემი თვალებით“  - განძის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა საშემოდგომო ღონისძიება
20-11-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N1 საჯარო სკოლაში საინტერესო ღონისძიებები ტარდება, სადაც მოსწავლეები შემოქმედებით უნარებს ავლენენ.

ამჯერად, სკოლაში, ღონისძიება - „შემოდგომა ჩემი თვალებით“ ჩატარდა. ზეიმზე, ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლის - ნონა ინასარიძის ხელმძღვანელობითა და მე-8 კლასელთა აქტიური ჩართულობით საინტერესო, მრავალფეროვანი აქტივობები განხორციელდა, რომელიც შემოდგომას მიეძღვნა.

„საკლასო ოთახში შემოდგომის რეალური სურათი შეიქმნა, სადაც მოსწავლეებმა წარმოაჩინეს ცოდნა და შესაძლებლობები“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ღონისძიებაზე ბავშვებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, ბოლოს კი კალათები სხვადასხვა ხილითა და ჩურჩხელით შეავსეს.

აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, რასაც მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203