
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩმანის საჯარო სკოლაში სხვადასხვა შემოქმედებითი ღონისძიება და აქტივობა იმართება.
ამჯერად, სკოლაში მასწავლებლების: ეხსიკ თუმასიანისა და სვეტლანა ჰაროსიანის ხელმძღვანელობით, საშემოდგომო გამოფენა მოეწყო, რომელშიც მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ.
მათ სკოლაში, „შემოდგომის კუთხე“ მოაწყვეს, რომელიც სეზონური ხილით გააფორმეს. ბავშვებმა ასევე სხვადასხვა საინტერესო, მრავალფეროვანი ნამუშევარი შექმნეს და შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
მოსწავლეებმა ასევე ამ დღეს იმღერეს, იცეკვეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები: