„მხიარული ფერები“- ჯავშანიანის საჯარო სკოლაში საშემოდგომო აქტივობა გაიმართა
20-11-2023
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯავშანიანის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო აქტივობებითა და ღონისძიებებითაა გაჯერებული. პროფესიონალი მასწავლებლები კი მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და მოტივირებაზე ზრუნავენ.
ამჯერად, სკოლაში საშემოდგომო აქტივობა - „მხიარული ფერები“ გაიმართა. მოსწავლეებმა ფერადი ქაღალდებისაგან დეკორაციები შექმნეს, მათი ნამუშევრები საინტერესო და მრავალფეროვანი იყო. მოსწავლეებმა შემოქმედებითი შესაძლებლობები წარმატებით გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
აღსანიშნავია, რომ შემაჯამებელი აქტივობა სიმღერისა და ცეკვის თანხლებით ჩატარდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს