„ზღაპრული შემოდგომა“- დიდი არაქალის საჯარო სკოლაში გამოფენა მოეწყო
20-11-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი არაქალის საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, ხელოვნების მასწავლებლის როზა მარკოსიანის ხელმძღვანელობით, გამოფენა „ზღაპრული შემოდგომა“, მოეწყო. მასში მე-7, მე-9 კლასები და მე-6 კლასის ორი მოსწავლე - სეირან აღჯოიანი და მერი სეირანიანი ჩაერთნენ.
მოსწავლეებმა ნამუშევრები ბუნებაზე დაკვირვების შედეგად შექმნეს. მათ ბუნებრივი მასალა გამოიყენეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
როგორც სკოლაში ამბობენ, ცოდნა და შესაძლებლობები თითოეულმა მოსწავლემ გამოავლინა, მათ მონდომებით იმუშავეს, მრავალფეროვანი ნამუშევრები შექმნეს და სასკოლო საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს