„პროფესიის არჩევა, მომავლის არჩევანია“- მესხეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები, პროექტის ფარგლებში, საწარმოში იმყოფებოდნენ
20-11-2023
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მესხეთის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული.

ამჯერად, სკოლის დირექტორ ნაზი სადილიანისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლის (მ. სულაკაძე) ხელმძღვანელობით, სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში, პროექტი - „პროფესიის აჩევა, მომავლის არჩევანია“, განხორციელდა.

ამასთან დაკავშირებით, VII, VIII და IX კლასის მოსწავლეები „მაკნატუნას“ საწარმოს ეწვივნენ. მოსწავლეები საწარმოს მუშაობის პრინციპს გაეცნენ, გარემო დაათვალიერს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. აღსანიშნავია, რომ გასვლითმა აქტივობამ დიდი წარმატებით ჩაიარა. 

„მადლობა გვინდა გადავუხადოთ „მაკნატუნას“ ხელმძღვანელობას, გულითადი მიღებისათვის და უგემრიელესი საჩუქრებისათვის. აკნატუნე და ისიამოვნე“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203