ჯვარას საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღე განსაკუთრებულად აღნიშნეს 
20-11-2023

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარას საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით დიდი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, მასწავლებლების ხელმძღვანელობითა და მოსწავლეთა აქტიური მონაწილეობით სკოლაში მნიშვნელოვანი მოვლენები აღინიშნება.

გამონაკლისი არც ტოლერანტობის საერთაშორისო დღე ყოფილა, რომლის შესახებ სკოლაში მოსწავლეებმა კარგად იციან. ამ დღის აღსანიშნავად მოსწავლე-მასწავლებლები მონდომებასა და ენერგიას არ იშურებენ.

აღნიშნულ დღეს ბავშვებმა საინტერესო აქტივობები განახორციელეს და როგორც სკოლაში გვიყვებიან, სათანადო პატივისცემა გამოხატეს სხვადასხვა ნიშნით განსხვავებული ადამიანებისადმი.

მათ საინტერესო ნამუშევრები და პლაკატები შექმნეს. აქტივობებში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

ტოლერანტობის საერთაშორისო დღე 16 ნოემბერს 1995 წლიდან UNESCO-ს ინიციატივით აღინიშნება და მისი მიზანი არატოლერანტობისა და დისკრიმინაციის საფრთხეებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203