ჯანდარის საჯარო სკოლაში ტოლერანტობის საერთაშორისო დღე საინტერესო აქტივობებით აღინიშნა
20-11-2023

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარას საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. სკოლაში, მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით მნიშვნელოვანი მოვლენები და თარიღები აღინიშნება.

გამონაკლისი არც ტოლერანტობის საერთაშორისო დღე ყოფილა. ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში, საინტერესო აქტივობები განხორციელდა.

მოსწავლეებმა თემატურ ანიმაციურ ფილმებს უყურეს, ისაუბრეს ტოლერანტობის მნიშვნელობაზე და აღნიშნეს, რომ ყველა ადამიანი თანასწორუფლებიანია.

მათ ასევე განიხილეს თუ, რომ აუცილებელია ადამიანებმა ერთმანეთს პატივი სცენ და ერთმანეთის მიმართ შემწყნარებლები იყვნენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთ ცნობიერებას სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით ზრდის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203