კვირიკეს N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელები დაიმსახურეს
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეს N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. კონკურსის პირველ ეტაპში შემდეგი მოსწავლეები მონაწილეობდნენ:
- საბა შაინიძე - მე-10 კლასი;
- ლილე ლემსაძე - მე-8 კლასი;
- ნუცი ხარაზი - მე-8 კლასი;
- ანა ინაიშვილი - მე-11 კლასი;
- რეზიკო ვერულიძე - მე-8 კლასი.
მათ „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელები დაიმსახურეს.
შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ.
საქართველოს ეროვნული
ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონი“, ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.
იხილეთ ფოტოები: