ხალისიანი საანბანო პერიოდი დიდი არაქალის საჯარო სკოლაში 
20-11-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი არაქალის საჯარო სკოლის პირველკლასელებისთვის საანბანო პერიოდი დიდი ზარ-ზეიმით დაიწყო. 

ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებელმა ვარდანუშ ქოსიანმა მოსწავლეებს მრავალფეროვანი და მამოტივირებელი სასწავლო რესურსი შესთავაზა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პატარები სიხარულით და დიდი სიყვარულით შეეგებნენ ანბანის შემობრძანებას და მასპინძლობაც ღირსეული გაუწიეს.

სკოლაში, პირველკლასელებს წინსვლასა და წარმატებას უსურვებენ. 

„ეს დღე დაუვიწყარი იქნება მათთვის“, - ასე აფასებენ სკოლაში ანბანის შემობრძანებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203