ნაკაიძეების საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლემ, მარიამ ხალვაშმა „ეტალონის“ ოქროს სიგელი დაიმსახურა
20-11-2023
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკაიძეების საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე მარიამ ხალვაში საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ დიდი მონდომებით ჩაერთო.
მან კონკურსის პირველი ეტაპი წარმატებით გადალახა, მეორე ეტაპში მონაწილეობისთვის კი, ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ ოქროს სიგელი დაიმსახურა.
შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ.
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონი“, ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს