ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ჩურჩხელები ამოავლეს და საშემოდგომო კუთხე მოაწყვეს
20-11-2023
ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლაში საშემოდგომო ჟრიამული და ამაღლებული განწყობაა. შემოდგომას, მეორე კლასის მოსწავლეებმა მრავალფეროვანი ღონისძიება მიუძღვნეს, საკლასო ოთახი საშემოდგომო ნუგბარით გააფორმეს და ბოლოს, ყველასთვის საყვარელი ჩურჩხელები ამოავლეს.
კლასში, საინტერესო პრეზენტაციაც გაიმართა, მოსწავლეები საქართველო ტრადიციებს გაეცნენ, სხვადსხვა კუთხის წეს-ჩვეულებებზე ისაუბრეს და დღე ხალისიანად გაატარეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებს მორგებული სასწავლო პროცესის წარმართვას და მათ სურვილებს მორგებული გაკვეთილების ჩატარებას დიდი ყურადღება ეთმობა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს