ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ტურიზმის საინფორმაციო ცენტრს სტუმრობდნენ 
20-11-2023

ყვარლის N2 საჯარო სკოლაში აქტიურად ხორციელდება სასწავლო-შემეცნებითი ხასიათის პროექტები, რომლებშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით და ინტერესით ერთვებიან. 

ამის დასტურია საინტერესო პროექტი სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში, რომელშიც Xა კლასის მოსწავლეები ხალისით ჩაერთნენ. 

პროექტის ხელმძღვანელი, მასწავლებელი ანა ანდრიაშვილი გახლავთ, პროექტის თემა კი -  ჩემი ქალაქის კულტურული მემკვიდრეობაა. 

„ყვარლის ციხე-გალავანი“- პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები ეწვივნენ ყვარლის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრს, სადაც მათ მასპინძლობა ცენტრის მთავარმა სპეციალისტმა - ნათია ბაიდოშვილმა გაუწია. 

სპეციალისტი მოსწავლეებს ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის შესახებ ესაუბრა,  ყვარლის ციხე-გალავანზე, როგორც უცხოელი ვიზიტორებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან და საინტერესო ადგილზე, მოუთხრო და მათ საინტერესო ფაქტები გააცნო.

აღსანიშნავია, რომ მასპინძელმა, მოსწავლეთა შეკითხვებს ამომწურავი და ვრცელი პასუხები გასცა. 

მოსწავლეებმა გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები და ინიციატივები, ყვარლის ციხე-გალავნის რეკონსტრუქციის კონცეფციაზე. 

გასვლითი აქტივობა ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203