ხელოვნების წრის აქტიური საქმიანობა ვალის N4 საჯარო სკოლაში
20-11-2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის ვალის N4 საჯარო სკოლაში, მიმდინარე წელს შეიქმნა და აქტიურად საქმიანობას ეწევა ხელოვნების წრე. 

წრეს მასწავლებელი თეკლა აზირაშვილი ხელმძღვანელობს და მასში მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ. 

აღსანიშნავია, რომ წრის შექმნის მიზანია მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების კუთხით და მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარება. 

V-IX კლასის მოსწავლეები ხალისით ჩაერთნენ პრაქტიკულ საქმიანობაში და ქმნიან საინტერესო ნამუშევრებს სხვადასხვა მასალით.

სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა არაფორმალური განათლების მიღებას, რათა ხელი შეეწყოს მოსწავლეებში თავისუფალი აზროვნების ჩამოყალიბებას.

სკოლაში აღნიშნავენ, რომ ხელოვნების შესწავლა გავლენას მოახდენს მოსწავლეთა სულიერ სამყაროზე, განუვითარებს წარმოსახვის და პიროვნების თვითგამოხატვის უნარს, რაც მნიშვნელოვანია რეალური ცხოვრებისთვის. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203