ლენტეხის N1 საჯარო სკოლამ წარმატებული ახალგაზრდების აღზრდისთვის უნივერსიტეტებისგან მადლობის სიგელი მიიღო 
20-11-2023

დაბა ლენტეხის N1 საჯარო სკოლას არაერთი წარმატებული და წარჩინებული კურსდამთავრებული ჰყავს, მათი მიღწევებით კი სკოლაში, ყოველთვის ამაყობენ. 

ამჯერად, სკოლამ წარჩინებული აბიტურიენტების აღზრდისათვის თავისუფალი და აგრარული  უნივერსიტეტებისგან მადლობის სიგელები მიიღო.

დირექცია და მასწავლებლები კურსდამთავრებულებს ცხოვრების ახალ ეტაპზე წინსვლას უსურვებენ.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში, მოსწავლეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერენ და მათ განათლებაში უდიდეს შრომას დებენ.

ლენტეხის N1საჯარო სკოლა ამაყობს საკუთარი კურსდამთავრებულებით და პედაგოგებით, რომლებსაც უდიდესი წვლილი მიუძღვით მოსწავლეთა წარმატებებში.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203