„ოქროსფერ შემოდგომას“ გურკელის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ღონისძიება  მიუძღვნეს
20-11-2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურკელის საჯარო სკოლაში პედაგოგთა ხელმძღვანელობით, მოსწავლეები საინტერესო ღონისძიებებსა და აქტივობებში დიდი მონდომებით მონაწილეობენ.

ამჯერად, სკოლაში, ღონისძიება - „ოქროსფერი შემოდგომა“ ჩატარდა.

ზეიმზე დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა იმღერეს, იცეკვეს და ლექსებით გადმოსცეს ბარაქიანი შემოდგომის ეპიზოდები.

მათ ასევე შემოდგომის ლამაზი პეიზაჟები შექმნეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს. აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

ეს დღე მოსწავლეთათვის საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203