„ანბანის შემობრძანება“ - ხოფურის საჯარო სკოლის I კლასში ღია გაკვეთილი ჩატარდა 
20-11-2023
ლაშა ქურასბედიანის სახელობის ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოფურის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმო ვითარებაში დაიწყეს.

ამ დღესთან დაკავშირებით, I კლასში ღია გაკვეთილი „ანბანის შემობრძანება“ ჩატარდა. 

კლასის ხელმძღვანელმა - მადონა ონიანმა და როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მისმა ულამაზესმა პატარებმა ანბანს უმასპინძლეს და ერთად შეაბიჯეს იმ ჯადოსნურ სამყაროში, რასაც „ანბანეთი“ ჰქვია.

„ყველასგან მოულოდნელად სასაჩუქრე ყუთიდან სტუმრად მოსული, ლამაზად აკინძული ანბანი  მოგვესალმა, რომელმაც ცოდნის სამყაროსაკენ სავალი გზა დაულოცა პატარებს!!!“, - გვიყვებიან სკოლაში.

ღია გაკვეთილზე მოსწავლეებმა წარმოაჩინეს წინასაანბანო პერიოდში შესწავლილი მასალა: ლექსები, სიტყვები, ანდაზები, გამონათქვამები.

გაკვეთილი დატვირთული იყო სახალისო აქტივობებით - პედაგოგი მრავალფეროვანი თვალსაჩინოებების საშუალებით დაფაზე მოსწავლეებს საინტერესო მასალას უჩვენებდა.

ბავშვები აღნიშნულ აქტივობებში დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

იხილეთ ფოტოები:
  
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203