„დიდი გალაკტიონი“ - დაბლაციხის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეებმა ალბომი დაამზადეს
20-11-2023
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლაციხის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს და მოსწავლეები,  საგნობრივი ცოდნის მიღბის პარალელურად, პროფესიონალ პედაგოგთა ხელმძღვანელობით, მნიშვნელოვან თარიღებსაც შესაბამისად აღინიშნავენ.

სასკოლო საზოგადოების ყურადღების მიღმა, რასაკვირველია, არც „პოეტების მეფის“ - გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღე დარჩენილა. ამასთან დაკავშირებით, IX კლასის მოსწავლეებმა ალბომი - „დიდი გალაკტიონი“ შექმნეს. 

აქტივობაში მოსწავლეები განსაკუთრებული მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ ინფორმაცია მოიძიეს, პოეტის ბიოგრაფიაზე, მის შემოქმედებაზე ისაუბრეს და ცოდნა გაიღრმავეს. 

როგორც სკოლაში ამბობენ, მოსწავლეებმა ალბომი დიდი სიყვარულით შექმნეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203