მუსხის საჯარო სკოლაში, გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა 
20-11-2023
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხის საჯარო სკოლაში დიდი ქართველი პოეტის - გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 132-ე წლის იუბილე ღონისძიებით აღინიშნა.

ღონისძიებას ნონა ოქროელიძე და ია ჯვარიძე ხელმძღვანელობდნენ. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები განსაკუთრებული მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ პოეტის ბიოგრაფიაზე, მის შემოქმედებაზე, მარტოსულობაზე და პოეტთან დაკავშირებულ სხვათა მოგონებებზე ისაუბრეს.

გარდა ამისა, ღონისძიებაზე პოეტის საუკეთესო ლექსები წაიკითხეს და გალაკტიონ ტაბიძის ლექსებზე შექმნილი სიმღერები გააჟღერეს.

„შეხვედრაზე მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს, გაიცნეს და პატივი მიაგეს პოეტის ხსოვნას“,- აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203