„მადლიერი ნოემბერი“ - ზემო ქედის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოქმედებითი ღონისძიება გამართეს
20-11-2023
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედის N2 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი აქტივობა თუ პროექტი იმართება.

ამჯერად, მე-3 და მე-4 კლასის მოსწავლეებმა ღონისძიება - „მადლიერი ნოემბერი“, ჩაატარეს. მათ სიტყვა წარმოთქვეს, ლექსები წაიკითხეს, შემოქმედებითი შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

აღსანიშნავია, რომ სასკოლო სივრცეც თემატურად - შემოდგომის ნობათითა და ყვითელი ფოთლებით იყო მორთული. ეს კი საზეომო განწყობას კიდევ უფრო ამაღლებდა.

„მადლიერება ხომ ემოციისა და ქმედების ერთობლიობის შედეგია, სითბო, სიყვარული, თანაგრძნობა კი ის ემოციებია, რაც სიკეთის კეთებასა და მადლობის გადახდაში გამოიხატება. მოსწავლეებმა გამოხატეს მადლიერება მასწავლებლებისა და მოწვეული, თემში არსებული სხვადასხვა პროფესიის ადამიანების მიმართ.

უბრალოდ გვიყვარდეს,- ეს იდეა ლაიტომტივად გასდევდა ჩატარებულ ღონისძიებას, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203