ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა მინი ფეხბურთის შეჯიბრში საპრიზო ადგილი დაიკავა
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესოდ მიმდინარეობს.
სკოლა საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებულ „სასკოლო სპორტულ ოლიმპიადა - 2023-2024-ში“ აქტიურად ჩაერთო. მუნიციპალური მასშტაბით, ვაჟებს შორის, მინი ფეხბურთის შეჯიბრი გაიმართა, რომლის დევიზიც იყო „ვისწავლოთ გამარჯვება“.
თამაშში მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული 20 გუნდი მონაწილეობდა. მასში ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებიც აქტიურად ჩაერთნენ, ღირსეულად იასპარეზეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და საპრიზო - მესამე ადგილი დაიმსახურეს. გუნდის ყველა წევრი სამახსოვრო სიგელებითა და მედლებით დაჯილდოვდა.
სკოლაში მათი მიღწევით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: