ზერტის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ნახატების კონკურსისთვის იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების მიხედვით, ორიგინალური ნამუშევრები შექმნეს
21-11-2023

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებენ როგორც ხარისხიან ფორმალურ განათლებას, ასევე აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში. 

ამჯერად, ზერტის საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის 183-ე დაბადების დღესთან დაკავშირებით, მონაწილეობა მიიღეს ეროვნული სასახლის მიერ გამოცხადებულ ნახატების კონკურსში ქართული საბავშვო წიგნის დღის აღსანიშნავად.

კონკურსის პირობებით მოსწავლეებს იაკობ გოგებაშვილის ნაწარმოების მიხედვით ნამუშევრები უნდა შეექმნათ. 

მოსწავლეებმა დაკისრებულ მოვალეობას წარმატებით გაართვეს თავი, მათ წაიკითხეს იაკობ გოგებაშვილის ნაწარმოებები და დაასურათეს.

მოსწავლეები კონკურსში პედაგოგ მარინე გოგატიშვილის ხელმძღვანელობით ჩაერთნენ, რომელიც მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭის განვითარებასა და წიგნიერების დონის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203