ლენტეხის N2 საჯარო სკოლის მეთერთმეტეკლასელებმა საინტერესო კომიქსი შექმნეს 
20-11-2023

დაბა ლენტეხის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები, ყოველთვის ცდილობენ მოსწავლეებს საინტერესო, სახალისო და მათ სურვილებს მორგებული სასწავლო პროცესი შესთავაზონ. 

ამჯერად, XI კლასის მოსწავლეებმა, საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს ქართულ ენასა და ლიტერატურაში. 

მოსწავლეებმა, ილია ჭავჭავაძის მოთხრობის - „კაცია-ადამიანი?!“, მიხედვით, მრავალფეროვანი კომიქსი შექმნეს და სასკოლო ოთახში წარადგინეს. 

აღსანიშნავია, რომ აქტივობის მიზანი მოსწავლეებში შემოქმედებითი უნარის განვითარება გახლდათ, მათ თავიანთი შესაძლებლობები საუკეთესოდ წარმოაჩინეს და მასწავლებლის შექებაც დაიმსახურეს. 

მასწავლებელი ანანო ბაქრაძე გახლდათ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203