ზერტის საჯარო სკოლაში კინოჩვენება მოეწყო
20-11-2023

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის საჯარო სკოლაში, აქტიურად მიმდინარეობს პროექტებით სწავლება, რომელშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ერთვებიან. 

სწორედ ამის დასტურია ახალი პროექტი - „კინო სკოლაში“.  პროექტის ფარგლებში, გაიმართა პირველი საინტერესო შეხვედრა პედაგოგ: ქეთევან ებიტაშვილთან.

შეხვედრაზე, მოეწყო ფილმის ჩვენება, ფილმის დასრულების შემდეგ კი, გაიმართა საინტერესო დისკუსია, ფილმთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა ფილმის მთავარ იდეაზე ისაუბრეს, მისი შინაარში განიხილეს და ნანახის ირგვლივ იმსჯელეს. 

აღსანიშნავია, რომ პროექტის ხელმძღვანელები: ქ. ებიტაშვილი და ქ. რევაზაშვილი, გახლავთ. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203