
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის საჯარო სკოლაში, ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საინტერესო აქტივობები მოეწყო, რომელშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ.
სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებმა დაამზადეს პოსტერები, გამოფინეს ნახატები და მოაწყეს საინტერესო დისკუსია.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა თამამად დააფიქსირეს თავიანთი მოსაზრებები და ერთმანეთს მეტი ტოლერატობისა და ჰუმანურობისკენ მოუწოდეს.
კლუბის ხელმძღვანელი პედაგოგი ლალი ზურიაშვილი გახლავთ.