„სანოტო დამწერლობის წარმოშობა“ - საინტერესო გაკვეთილი წინარეხის საჯარო სკოლაში 
20-11-2023

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხის საჯარო სკოლაში, საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა, თემაზე - „სანოტო დამწერლობის წარმოშობა“. 

გაკვეთილი პროგრამა - „ასწავლე საქართველოსთვის“, ფარგლებში მომუშავე მუსიკის პედაგოგმა - მარინა სიხუაშვილმა  კლასკომპლექტის ფარგლებში საინტერესო გაკვეთილი ჩაატარა.

პედაგოგმა ბავშვებს აუხსნა, რომ მუსიკა ადამიანის სულის სიღრემში იჭრება და აუმჯობესებს შემოქმედებით და აღქმის უნარს, აგრძნობინებს მას სიმშვიდეს და თავისუფლებას. იგი აღნიშნავს, რომ დაბალ კლასებში სულაც არ არის საჭირო რთული სიტყვებითა და სიმბოლოებით ბავშვებისთვის სხვადასხვა თემის მიწოდება. მთავარია მათთვის გასაგებ ენაზე ესაუბრო მათ და მიზანიც მიღწეული იქნება.

ბავშვებმა გაიხსენეს მუსიკის წარმოშობის ისტორია, ის, თუ როგორ  გახდა საჭირო ნოტების შექმნა და მათი არსებობის აუცილებლობა.

ბავშვებმა, ასევე მოისმინეს ვიდეო მასალა გვიდოდ არეცოს - „სანოტო დამწერლობაზე“. შემდეგ კი, საკუთარი ხელით გამოჭრეს ნოტები ფერადი ფურცლებისაგან  და მისი დახმარებით შექმნეს მელოდია.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, აქტივობაში მთელი კლასი დიდი ხალისითა და ინტერესით იყო ჩართული. 

„თამამად შეიძლება ვთქვა, რომ მუსიკის როლი უმნიშვნელოვანესია ადამიანის განვითარებასა და წინსვლაში“- აღნიშნა პედაგოგმა გაკვეთილის დასასრულს.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203