„პოეზია, მსოფლიოს სულია, ზღვაა უძირო“ - გეჯეთის საჯარო სკოლაში შემოქმედებითი საღამო გაიმართა
20-11-2023
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გეჯეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში, საინტერესო ღონისძიებები და აქტივობები ეწყობა.
ამჯერად, პოეზიის საღამო: „პოეზია, მსოფლიოს სულია, ზღვაა უძირო“ ჩატარდა, რომელსაც პედაგოგი მარიამ ბესიაშვილი ხელმძღვანელობდა.
მოსწავლები აღნიშნულ დღეს, თანამედროვე პოეტების შემოქმედებას ეზიარნენ.
„ლიტერატური სამყარო ყოველთვის თვალნათლივ წარმოაჩენს ისეთ საკითხებს, როგორიცაა პოეტისა და პოეზის მნიშვნელობა ქართულ ლიტერატურაში, ამიტომ მნიშვნელოვანია მოსწავლები ჩასწვდნენ თანამედროვე ლექსების არსსა და პრობლემატიკას“, - აღნიშნავენ სკოლაში.
ბავშვებმა მხატვრულად წაიკითხეს სხვადასხვა პოეტის ლექსები და შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს. მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოება დადებითი ემოციებით დამუხტეს.
„ჩვენი მოსწავლები დაეუფლენ მხატვრული კითხვის ტექნიკას და შესანიშნავად წარდგენენ დამსწრე საზოგადების წინაშე ისეთი გენიალური პოეტების შემიქმედებით როგორებიც არიან: ბესიკ ხარანაული, ტარეილ ხარხელაური, ტარიელ ჭანტურია და სხვანი“, - გვიყვებიან სკოლაში.
ეს დღე საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს