ჯვარისის საჯარო სკოლის მეორეკლასელები ინგლისური ენისა და ხელოვნების ინტეგრირებულ გაკვეთილზე საინტერესო აქტივობებში ჩაერთნენ
20-11-2023
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარისის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, საინტერესო გაკვეთილებს სთავაზობენ.
ამჯერდ, მე-2 კლასში ინგლისური ენისა და ხელოვნების ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა, რომელსაც პედაგოგი მირანდა გიორგაძე ხელმძღვანელობდა.
ბავშვებმა გაკვეთილზე ინგლისური ენის ცოდნა და შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
კლასში გაღჟერდა კითხვა: „თუ თეთრ და წითელ საღებავს ერთმანეთში შევურევთ, რა ფერს მივიღებთ?!“, რომლის გარშემოც პედაგოგმა, მოსწავლეთა ჩრთულობით საინტერეო აქტივობები განახორციელა.
„აღელვებული მე–2 კლასელები თამამად გამოთქვამდნენ ვარაუდებს ინგლისურ ენაზე და იქვე, პრაქტიკულად ამოწმებდნენ საკუთარ მოსაზრებებს“, - გვიყვებიან სკოლაში.
„ფერადმა“ გაკვეთილმა, როგორც ბავშვებმა აღნიშნეს, მხიარულად ჩაიარა.
მსგავსი გაკვეთილები მოსწავლეებს სხვადასხვა მიმართულებით საჭირო ცოდნასა და გამოცდილებას სძენს, რაზეც სასკოლო საზოგადოება აქტიურად ზრუნავს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს